ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) სამეთაურო-საშტაბო სწავლებას „ბასიანი 2021“ ერთი კვირის განმავლობაში მასპინძლობდა. სწავლების დასკვნით ფაზას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი გაეცნო. მან მონაწილე ქვედანაყოფების მართვის პუნქტი და სხვა ლოკაციები მოინახულა და სწავლების მიზნის, ამოცანების, ძალთა სტრუქტურის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
სწავლების ხელმძღვანელმა, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ სწავლება მონაწილე ქვედანაყოფების წარმომადგენლებთან ერთად შეაჯამა, მიღწეული შედეგები მიმოიხილა და მომავალი სწავლების დაგეგმვის პროცესში გასათვალისწინებელი რეკომენდაციები მისცა.
სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში აღმოსავლეთის სარდლობის შტაბი, პირველი ქვეითი ბრიგადა, განათლების, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობები, ეროვნული გვარდია, სპეციალური ოპერაციების ძალები, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები იყვნენ ჩართულები.
„ბასიანი 2021“ მიზნად ისახავდა საბრძოლო მოქმედებებისა და თავდაცვითი ოპერაციების წარმოების დროს აუცილებელი კომპონენტების დახვეწას. სწავლების ყველა ფაზა ნატოს კოლექტიური წვრთნებისა და სწავლების სახელმძღვანელოს დირექტივების მიხედვით განხორციელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.