ძალადობის სტიმულირებას, წაქეზებას არაფერი ამართლებს, - ასე უპასუხა საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა ალესანდრა ჰოლ ჰოლიმ "რუსთავი-2"-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან და მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრებთან დაკავშირებით დასმულ კითხავს.
"ძალიან მიხარია, რომ პოლიტიკოსები ავრცელებენ განცხადებებს ბოლო დღეების განმავლობაში და მკაფიოდ განმარტავენ, რომ არ არსებობს განზრახვა, მოაწყონ რაიმე სახის ორგანიზებული, ძალადობრივი ინციდენტები. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ მედიის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებაა, რომლის მხრივაც საქართველომ დიდი პროგრესი განიცადა და მესმის, რატომ არის ასეთი მაღალი ინტერესი "რუსთავი-2"-ის საქმის მიმართ, თუმცა, ძალადობის სტიმულირებას, წაქეზებას არაფერი ამართლებს.
როდესაც ჩანაწერების შესახებ გავიგე, ერთი მხრივ, შევწუხდი, რომ ადამიანების პირადი საუბრები საჯარო გახდა, მეორე მხრივ კი, მათი შინაარსი სამწუხაროა, რადგან დემოკრატიის მხრივ საქართველომ დიდი პროგრესი განიცადა და ახლა არ არის დრო ძალადობისთვის, რევოლუციისთვის. პროგრესისკენ მიმავალი გზა ისაა, რომელზეც საქართველო უკვე დგას და დემოკრატიას აშენებს", - განუცხადა ჟურნალისტებს ალესანდრა ჰოლ ჰოლიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.