ირაკლი ღარიბაშვილი: ბათუმის კონფერენცია იყო ძალიან წარმატებული, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ, რომელიც ეხებოდა სამივე ქვეყნის პერსპექტივებს
20-07-2021, 11:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეს იყო ძალიან წარმატებული კონფერენცია. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ, რომელიც ეხებოდა სამივე ქვეყნის პერსპექტივებს და იმ მისწრაფებებს, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

 

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს.

 

 

„მე მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო გუშინდელ კონფერენციას, რომელიც ჩატარდა ბათუმში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ, ჩვენი მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ შარლ მიშელს, უკრაინის პრეზიდენტს ბატონ ზელენსკის და მოლდოვის პრეზიდენტს ქალბატონ სანდუს.

 

 

ეს იყო ძალიან წარმატებული კონფერენცია. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ, რომელიც ეხებოდა სამივე ქვეყნის პერსპექტივებს და იმ მისწრაფებებს, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს. კერძოდ, ევროკავშირისკენ მისწრაფება და საერთო ღირებულებების დაცვა და ამის გარშემო ჩვენს გაერთიანებას. ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან წარმატებული ვიზიტი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოებიდან და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი