რომან გოცირიძე: კალაძე ერთადერთია, ვისაც ალტერნატივა არ ჰყავს, რადგან მმართველ გუნდში სერიოზული საკადრო კრიზისია
20-07-2021, 12:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

კახა კალაძეს ნუთუ პიარის კარგი სპეციალისტი არ ჰყავდა, რომ პრეზენტაცია მთაწმინდის პარკში არ დაენიშნა, ეს ასოცირდება „მთაწმინდიდან გამოქანებასთან“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ „ქართული ოცნების“ მიერ თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენის დაანონსებასთან დაკავშირებით.

 


გოცირიძის შეფასებით, „ქართულ ოცნებაში“ ადამიანი არ დარჩა, ვისაც კოლმეურნეობის თავმჯდომარედ დანიშნავენ, ბრიგადირების დონის კადრები შემორჩათ“. მისივე თქმით, კალაძე ერთადერთია, ვისაც ალტერნატივა არ ჰყავს.

 


„არაერთხელ გადადებული პრეზენტაცია დღეს გაიმართება. კახა კალაძე პიარში მილიონებს ხარჯავს და ნუთუ, პიარის კარგი სპეციალისტი არ ჰყავდა, რომ პრეზენტაცია მთაწმინდის პარკში არ დაენიშნა. მთაწმინდაზე მისი პრეზენტაცია ასოცირდება მთაწმინდიდან გამოქანებასთან. ეს სტარტის მიმცემი იქნება არა საარჩევნო კამპანიის, არამედ საზოგადოებაში აღიქმება, როგორც ზემოდან ქვემოთ გამოქანება. კალაძის დუმილი იყო თანხმობა მთავრობის კურსზე, რომელმაც ქუჩაში მოთარეშე მოძალადეები წააქეზა. მისი განცხადებები და დუმილი არ არის ოქრო, აჩვენებს, რომ პოლიტიკური ნება არ აქვს, არაპოპულარულ და ივანიშვილისთვის მტკივნეულ საკითხებზე ოდნავი კრიტიკული განცხადება გააკეთოს.

 


კახა კალაძე ფინანსურად ძალიან დაზარალდა, რადგან ლამაზად, ევროპულად იცვამს, უამრავი წითელი-ყვითელი პიჯაკები, შარვლები, შარფები, ქუდები აქვს ნაყიდი და ეს საქონელი ჩაუწვება, ვიდრე ეს ხელისუფლება იქნება და მოთარეშე მოძალადეები იქნებიან, ამ ტანსაცმლით ქუჩაში თავს ვერ გამოყოფს, ჩაუობდება. მის პირად ინტერესებშიც არის, რომ კალაძემ დემოკრატიული და ლიბერალური განცხადებები გააკეთოს და იმ ძალადობას გაემიჯნოს. ერთადერთი, რა კომპრომისზეც შეიძლება, კალაძე წავიდეს, არის მთაწმინდის პარკში ჩოხა-ახალუხზე ბოტასები ჩაიცვას, ეს იქნება მისი ყველაზე თამამი ნაბიჯი.

 


„ქართულ ოცნებაში“ ადამიანი არ დარჩა, ვისაც კოლმეურნეობის თავმჯდომარედ დანიშნავენ, ბრიგადირების დონის კადრები შემორჩათ. კალაძე ერთადერთია, ვისაც ალტერნატივა არ ჰყავს, რადგან მმართველ გუნდში სერიოზული საკადრო კრიზისია. „ქართუს“ რესურსი ამოიწურა, მისი დაცვა და ექიმი მინისტრები არიან, დღეს რომელიმე თანამდებობაზე შეიძლება „ქართუს“ მზარეული მოგვევლინოს, „ქართუს“ რესურსი ამოიწურა. უკვე ყველას რცხვენია გაკოტრებულ „ქართულ ოცნებასთან“ ყოფნა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ, რომლის კომენტარს საქართველოს პირველი არხი ავრცელებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი