დავით დეფი უცნობმა პირებმა სცემეს.
არსებული ინფორმაციით მას რამდენიმე პირი საცხოვრებელ სახლთან დაესხა თავს. დავით დეფის როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
როგორც თავად დეფიმ განაცხადა, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა, მწერალი მეუღლესთან ერთად სუპერმარკეტში იმყოფებოდა, რა დროსაც უცნობმა პირმა მას სიტყვიერი ხოლო შემდე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
,,ამ ადამიანს იქვე გავეცი პასუხი და არ ჩავთვალე საჭიროდ საპატრულო პოლიციისთვის გამომეძახა. როცა მივტრიალდი უკნიდან ზურგში წიხლი ჩამარტყა... ეს არის გამოძახილი იმისა, რა მოწოდებაც გააკეთა პრემიერ-მინისტრმა, მან ფაქტობრივად მწვანე შუქი აუნთო ძალადობას... როცა ჩემი მეუღლე ატირებული ხალხს ეუბნებოდა იქნებ ვინმეს პატრული გამოეძახა, ხალხმა უპასუხა, ნუ ძაბავდა სიტუაციას... ეს არის პასუხი ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციისა, რომელიც მიუღებელია ამ ხელისუფლებისთვის... " - განაცხადა დავით დეფიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.