საქართველოში მოქალაქეები კორონავირუსის გადატანის შემდეგ აცრას 30 დღის შემდეგ შეძლებენ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„ვინაიდან, პირველ ეტაპზე ქვეყანაში გვქონდა ვაქცინების მცირე დოზები, შემოვიღეთ 120-დღიანი ინტერვალი. დღეს ეს პრობლემა აღმოფხვრილია და ამდენად, ეს ინტერვალი შემცირდება 30 დღემდე, როგორც არის ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრების მიერ გაცემული რეკომენდაცია. ვ.
ამ კვირის ბოლომდე დასრულდება ბრძანების მომზადება. საკოორდინაციო საბჭოსა და იმუნიზაციის საბჭოზე გადაწყვეტილება მიღებულია, ექსპერტების ჯგუფი მხარს უჭერს. ვფიქრობ, ორშაბათიდან რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება ამ ჯგუფისთვისაც“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.