საერთაშორისო მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „მტკიცე სული“ (Agile Spirit) იუბილარია
21-07-2021, 13:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საერთაშორისო მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „მტკიცე სული“ (Agile Spirit) იუბილარია. წელს საქართველო მას უკვე მეათედ უმასპინძლებს. Agile Spirit 2021 26 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.

 

 

სწავლების Agile Spirit 2021 მიზანია ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება; მრავალეროვნული მზადყოფნისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარება. Agile Spirit 2021 ხელს უწყობს რეგიონულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, ასევე ავითარებს ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობებს, რათა კიდევ უფრო ეფექტიანად შეძლონ რეგიონულ კრიზისებსა და გამოწვევებზე რეაგირება. სწორედ ამიტომ, სწავლების მთავარი გზავნილია - „ძალა პარტნიორობაშია“.

 


საიუბილეო Agile Spirit 2021 წინა სწავლებებისგან განსხვავებით გამორჩეული და მასშტაბურია:

 

 

საერთაშორისო მრავალეროვნულ სწავლებაში პირველად მიიღებს მონაწილეობას საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ქართული წარმოების ჯავშანტექნიკა „დიდგორი მეომარი“ და „დიდგორი მედევაკი“.

 

 

მასშტაბურია სწავლებაში მონაწილე ქვეყნების რაოდენობა - წელს მასში ნატოს წევრი და პარტნიორი 15 ქვეყანაა ჩართული: საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი, ლატვია, ესტონეთი, გერმანია, აზერბაიჯანი, ესპანეთი, კანადა, იტალია და ლიეტუვა. წვრთნაში 15 ქვეყნის 2500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.

 

 

მასშტაბურია სწავლების ჩატარების თეატრიც, რომელიც ხუთ ლოკაციაზე გაიშლება - სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, სორტა/ეკის საწვრთნელ ბანაკში, ორფოლოს პოლიგონზე, ვაზიანის პოლიგონსა და ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე.

 

 

საქართველოში ჩატარებული მრავალეროვნული სწავლებების ისტორიაში, წელს Agile Spirit 2021-ის ფარგლებში პირველად ჩატარდება კომბინირებული საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება საქართველოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის და რუმინეთის სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით.

 

 

საიუბილეო სწავლების კიდევ ერთი სიახლე სპეციალური ოპერაციების ძალების მიმართულებაა - საქართველოში ჩატარებული მრავალეროვნული სწავლებების ისტორიაში, წელს პირველად ხდება, როცა სწავლებაში ჩართული იქნება საქართველოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, რუმინეთის და პოლონეთის სპეციალური ძალების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც განახლებულ და ნატოს სტანდარტების სორტას საწვრთნელ ბანაკში კომბინირებულ ოპერაციებს განახორციელებენ.

 


მრავალეროვნული წვრთნა კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებითა და საჰაერო-სადესანტო ოპერაციებით, ასევე გაერთიანებულ ოპერაციებში სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი