თავდაცვის სამინისტრო Agile Spirit 2021-ში მონაწილე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
21-07-2021, 19:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოს თავდაცვის სამინისტრო Agile Spirit 2021-ში მონაწილე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 


„26 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „მტკიცე სული 2021“ (Agile Spirit 2021) მასპინძლობს, რომელიც წელს უკვე მეათედ ჩატარდება. სწავლების უშუალო აღსრულებამდე მიმდინარეობს მოსამზადებელი ეტაპი, რაც გულისხმობს წვრთნებში მონაწილე ქართველი და პარტნიორი ქვეყნების პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის გადაყვანა/გადაადგილებას სწავლების ჩატარების რაიონებში - სენაკში, ორფოლოსა და ვაზიანში.

 


მრავალეროვნულ სწავლებაში პირველად მიიღებს მონაწილეობას საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ქართული წარმოების ჯავშანტექნიკა „დიდგორი მეომარი“ და „დიდგორი მედევაკი“, რომლის გადასროლაც სენაკიდან ორფოლოს მიმართულებით ხვალ, 22 ივლისს იგეგმება. ქართული წარმოების ჯავშანტექნიკით დაკომპლექტებული სამხედრო კონვოი სენაკი-ლესელიძე და ხაშური-ახალციხე-ვალეს ავტომაგისტრალზე გადაადგილდება, რის გამოც გზაზე მოძრაობა გარკვეული შეზღუდვებით განხორციელდება.

 

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავტომაგისტრალის ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის შეფერხებისთვის მოქალაქეებს ბოდიშს უხდის“, ნათქვამია განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი