ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, შემდგომი წლების განმავლობაში, მაქსიმალური ყურადღება დავუთმოთ თავდაცვის ძალების განვითარებას, გაძლიერებას, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას
22-07-2021, 13:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, შემდგომი წლების განმავლობაში, მაქსიმალური ყურადღება დავუთმოთ თავდაცვის ძალების განვითარებას, გაძლიერებას, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტროს სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს, საბოლოო ჯამში, ემსახურება ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას, მოქალაქეების უსაფრთხოებასა და დაცვას.

 

 

„მინდა, ჩვენს მოსახლეობას შევახსენო, რომ ჩვენ დავიწყეთ გრძელვადიანი დაგეგმვა, თითოეულმა უწყებამ უკვე შეიმუშავა 10-წლიანი განვითარების, ხედვის პირველადი დოკუმენტები. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, შემდგომი წლების განმავლობაში, მაქსიმალური ყურადღება დავუთმოთ თავდაცვის ძალების განვითარებას, გაძლიერებას, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, რაც, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ემსახურება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და მის დაცვას.

 

 

მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩემთვის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი თავდაცვის მინისტრი, მემსახურა თქვენთვის, ძვირფასო ოფიცრებო. ჩვენ ძალიან ბევრი რამ განვახორციელეთ ამ 1 წლის განმავლობაში, ძალიან ბევრი წარმატებული რეფორმა, ძალიან ბევრი საქმე განვახორციელეთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ერთად შემუშავებული ის გეგმა, რომელიც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენს ჯარს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, თუ რა დგას 10-წლიანი განვითარების გეგმის იდეის უკან.

 


„როდესაც მე ვიყავი თავდაცვის მინისტრი, არაერთი შეხვედრა მქონდა თავდაცვის ძალების იმდროინდელ მეთაურთან, ბატონ ვლადიმერთან, შემდეგ ბატონ გიორგისთან. ჩემს გუნდთან, ჩემს მოადგილეებთან ერთად ვფიქრობდით, როგორ შეგვემუშავებინა გრძელვადიანი დოკუმენტი, ხედვა, რომელიც იქნებოდა ჩვენი ჯარის განვითარების მყარი გარანტია და საფუძველი. ჩვენი ამოსავალი წერტილი და ამოცანა იყო ის, რომ შეგვექმნა ისეთი ხედვა, დოკუმენტი, რომელიც არ დაექვემდებარებოდა მუდმივ ცვლილებას. ეს არ იქნებოდა დამოკიდებული მინისტრების ცალკეულ ინდივიდუალურ ხედვებზე, არამედ ეს იქნებოდა ჯარის, თავდაცვის მიერ შემუშავებული ხედვა, დოკუმენტი, რომელიც იქნებოდა აუცილებლად შესასრულებელი თითოეული მინისტრისთვის, პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის. სწორედ აქედან წარმოიშვა ეს იდეა და 6 თვის განმავლობაში პირველი დოკუმენტი შევიმუშავეთ შარშან. დღევანდელი დღეც არის ამ მიზნით, რომ ჩვენს მოსახლეობას წარვუდგინოთ ჩვენი ძირითადი ხედვები“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

 


თავდაცვის მინისტრმა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და იმ ღვაწლისთვის, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალებისთვის გაწია.

 


ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, საავიაციო პარკის სრულად აღდგენის ფარგლებში, მხოლოდ წელს გარემონტდა 4 მოიერიშე და 7 ვერტმფრენი, რასაც საფუძველი ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობისას ჩაეყარა და რამდენიმე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ გრძელდება სამხედროების დაფასების პოლიტიკა და ამ მიზნით გაიზარდა ხელფასები. ამასთან, პრემიერის მხარდაჭერით, საკანონმდებლო დონეზე იქნება უზრუნველყოფილი ოფიცრების მომავალი და მათი სოციალური პირობები. თავდაცვის უწყება დააინიცირებს კანონპროექტს, რომელშიც სახელმწიფო აიღებს ვალდებულებას, ყველა სამხედრო წოდების მაიორს და უფრო მაღალი წოდების მქონე პირს გადასცეს ბინა და მათ საკანონმდებლო დონეზე მიეცემათ გარანტია, ანაზღაურების ზრდასთან დაკავშირებით.

 


„ჩვენი ჯარის გაძლიერების პროცესში უმნიშვნელოვანესია სამთავრობო გუნდის მხარდაჭერა და განსაკუთრებულია ბატონი პრემიერ-მინისტრის წვლილი. მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერს იმ მხარდაჭერისა და განსაკუთრებული ძალისხმევისთვის, რომელიც მან გაწია და აგრძელებს ჩვენი ჯარის გაძლიერებისთვის და მისი წარმატებული ტრანსფორმაციისთვის, ასევე მთელ სახელისუფლებო გუნდს მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, თავდაცვის ძალების სამოქმედო გეგმა 2020-2030-ის წარმატებით განხორციელების შედეგად, ჩვენ მივიღებთ არსებითად გაძლიერებულ, სრულიად მოდერნიზებულ და თანამედროვედ აღჭურვილ თავდაცვის ძალებს“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 

 

თავდაცვის სამინისტროს სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია თავდაცვის ძალების საერთო საჯარისო ცენტრში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი