ჯუანშერ ბურჭულაძე: „ქართული ჯარის გაძლიერება ქართული სახელმწიფოს ეროვნული ამოცანაა“
22-07-2021, 14:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს თავდაცვის ძალების 2020-2030 წლის სამოქმედო გეგმა წარუდგინა.

 


ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ათწლიანი სამოქმედო გეგმა თავდაცვის ძალების გაძლიერებას ისახავს მიზნად და იმ ნაბიჯების ერთობლიობას წარმოადგენს, რომელთა განხორციელება საქართველოს თავდაცვის ძალებს სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს: „ქართული ჯარი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და თავისუფლების დაცვის უმნიშვნელოვანესი გარანტია და შესაბამისად, მისი გაძლიერება ქართული სახელმწიფოს ეროვნული ამოცანაა“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 

 

მინისტრმა კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრის ტერიტორიაზე შეკრებილ სტუმრებს თავდაცვის სამინისტროს საშუალო და მოკლევადიანი დაგეგმვის დოკუმენტების, თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვისა (SDR) და მინისტრის დირექტივების პრიორიტეტებიც გააცნო. როგორც მან აღნიშნა, უწყების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტები თანხვედრაშია გამოწვევებთან, რომლის წინაშეც დღეს თავდაცვის ძალები დგას. მოკლე და საშუალოვადიანი დაგეგმვის პროცესიდან (2021-დან 2025 წლამდე) გრძელვადიანი დაგეგმვის პროცესზე გადასვლა კი, თავდაცვის უწყების განვითარების უწყვეტობას, რესურსების გამოყენების გრძელვადიან პერსპექტივაში დაგეგმვასა და არსებული რესურსების უფრო რაციონალურ ათვისებას უზრუნველყოფს. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს მომავალი ხედვა ლოკალური, რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების ძირითადი გამოწვევების ანალიზს ეფუძნება, რასაც ეროვნული დონის „საფრთხეების შეფასების დოკუმენტი“ განსაზღვრავს.

 

 

თავდაცვის უწყების გრძელვადიანი გეგმის პრეზენტაციაზე მინისტრმა მოწვეულ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა თავდაცვის ძალების განვითარების ძირითად პროექტებსა და საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზე - უსაფრთხოების გამოწვევებთან გამკლავების გზები, შეიარაღებისა და ტექნიკის განახლება, საჰაერო, სადაზვერვო და საარტილერიო შესაძლებლობების გაძლიერება, ნატოს სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოება, ინფრასტრუქტურისა და სოციალური პირობების გაუმჯობესება, ამოცანით მართვა და მცირე ქვედანაყოფების მოქმედების ტაქტიკა და სხვა.

 

კომენტარები: 1
#1   Ismael
      
That is really interesting, You are an overly skilled blogger.

I have joined your feed and look ahead to in quest of more of your great post.

Also, I've shared your site in my social networks

Feel free to visit my web page :: Meghan
8 ნოემბერი 2021 22:16
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი