ჯუანშერ ბურჭულაძე: „ჩვენი ჯარის განვითარება უნდა დაეფუძნოს უახლეს მიდგომებს“
22-07-2021, 15:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


„ჩვენი ჯარის განვითარება უნდა დაეფუძნოს უახლეს მიდგომებს“, - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრში თავდაცვის ძალების 2020-2030 წლების სამოქმედო გეგმის წარდგენისას.

 


მისი განმარტებით, თანამედროვე მიდგომები გულისხმობს ცენტრალიზებულ დაგეგმვასა და დეცენტრალიზებულ აღსრულებას, ამოცანით მართვას, მცირე ქვედანაყოფების მოქმედების ტაქტიკას, ბრძოლის კონვენციური და არაკონვენციური მეთოდების სინქრონიზებას. თავდაცვის ძალების განვითარების გრძელვადიან გეგმას ასახავს დოკუმენტი - „თავდაცვის ძალების სამოქმედო გეგმა 2030“. ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო, საარტილერიო, სადაზვერვო და საინჟინრო (კონტრ-მობილურობა) შესაძლებლობები - ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ის ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებებია, რომელთა გაძლიერებაც შემდგომი 10 წლის განმავლობაში იგეგმება.

 


თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ძირითადი და ზოგადი პრიორიტეტების მხარდაჭერა შემუშავებული გეგმის მიხედვით განხორციელდება. დოკუმენტი განსაზღვრავს თავდაცვის ძალების სტრუქტურისა და შესაძლებლობების განვითარების ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებსა და გრძელვადიან პერიოდში განვითარებისთვის საჭირო რესურსებს. გეგმაში დეტალურად არის გაწერილი ყველა ის საბრძოლო შესაძლებლობა და სტრუქტურა, რომლის შესყიდვა-შექმნა მნიშვნელოვნად გაზრდის თავდაცვის ძალების საბრძოლო შესაძლებლობებს.

 


„ძირითადი აქცენტი კეთდება მობილური, თანამედროვე ტექნიკითა და შეიარაღებით აღჭურვილი ქვედანაყოფების ჩამოყალიბებაზე, რომლებსაც ექნებათ უნარი არსებულ ოპერატიულ გარემოში აწარმოონ სრული სპექტრის ოპერაციები, ეფექტიანად მოახდინონ საფრთხეებზე რეაგირება და მაქსიმალური ზიანი მიაყენონ მოწინააღმდეგეს“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი