ჯუანშერ ბურჭულაძე: „აქტიურად ვთანამშრომლობთ და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სამხრეთ აფრიკულ და პოლონურ კომპანიებთან, „დელტას“ ბაზაზე მცირე და დიდი ზომის უპილოტო საფრენი აპარატების ერთობლივი საწარმოს შექმნასთან დაკავშირებით“
22-07-2021, 15:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის უწყების გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე, თავდაცვისუნარიანობის გაზრდასა და საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლებაზე საუბრისას, ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება სადაზვერვო შესაძლებლობების განვითარებაზე გაამახვილა, რაც მისი თქმით, თანამედროვე ომში კრიტიკულად მნიშვნელოვანია: „ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების საგანი ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატებია, ასევე, რადიო-ელექტრონული სადაზვერვო და სათვალთვალო შესაძლებლობების განვითარებაა. ყველამ კარგად ვიხილეთ, ამ ტიპის იარაღის მნიშვნელობა რეგიონულ და გლობალურ კონფლიქტებში. შესაბამისად, თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიანობის გაძლიერების კუთხით იგეგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როგორც საშუალებების შესაძენად, ასევე, მათი წარმოების შესაძლებლობების შესაქმნელად“.

 

 

ხარისხიანი და შესაბამისი მოცულობის მიწოდების უზრუნველსაყოფად, მინისტრმა მოწვეულ სტუმრებსა და საზოგადოებას მცირე და დიდი ზომის უპილოტო საფრენი აპარატების ადგილობრივ, „დელტას“ ბაზაზე წარმოების დაწყების შესახებ აცნობა: „აქტიურად ვთანამშრომლობთ და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სამხრეთ აფრიკულ და პოლონურ კომპანიებთან, „დელტას“ ბაზაზე მცირე და დიდი ზომის უპილოტო საფრენი აპარატების ერთობლივი საწარმოს შექმნასთან დაკავშირებით. ამ მიზნით, წელს ვგეგმავთ ხელშეკრულების გაფორმებას და მომდევნო წლიდან პროდუქციის გამოშვებას“.

 


თანამედროვე სისტემების შეძენა, დანერგვა და განვითარება საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პრიორიტეტია. სისტემები მნიშვნელოვნად დაეხმარება თავდაცვის ძალებს სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერებაში და გამოყენებული იქნება სხვადასხვა სახის წვრთნებში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი