„დაწყებულია ბევრი, საკვანძო მნიშვნელობის პროექტი, რომელმაც ჩვენი ჯარის საქართველოში წარმოებული სამხედრო პროდუქციით მომარაგების კუთხით, არსებითი როლი უნდა შეასრულოს" - ჯუანშერ ბურჭულაძე
22-07-2021, 15:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის უწყების სამოქმედო გეგმის წარდგენაზე საუბრისას ყურადღება ჯარის საქართველოში წარმოებული სამხედრო პროდუქციის მომარაგების მნიშვნელობაზე გაამახვილა. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ქართული ჯარის ნატოს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

 

 

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ასევე დაწყებული გვაქვს ნატოს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის პროცესი, რისი მაგალითიც არის სამხედრო ქვედანაყოფების ნატოს სტანდარტის შაშხანებით აღჭურვა. ამ თვალსაზრისით, თქვენ იცით, რომ „დელტას“ ბაზაზე, ებრაულ კომპანიასთან ერთად, დავიწყებთ აღნიშნული შაშხანების წარმოებას. ასევე, უკვე მიმდინარეობს თანამედროვე ნატოს სტანდარტების ტყვიამფრქვევებითა და ყუმბარმტყორცნებით ჩვენი ჯარის აღჭურვის პროცესი", - აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, 2020 წელს, თავდაცვის ძალებმა პირველად ისტორიაში 40-მდე, „დელტას“ მიერ წარმოებული სხვადასხვა დანიშნულების ჯავშანმანქანა მიიღო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი