საქართველოში სათამაშო ბიზნესის სფერო სრულად მოექცევა ეფექტური კონტროლის ქვეშ
23-07-2021, 11:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 81 ხმით, ერთხმად, მიიღო „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი.

 

 

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ დუნდუას განმარტებით, ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში ოპერირებს და ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ თამაშობის ორგანიზატორებს აზარტულ თამაშს ან მასთან დაკავშირებულ სერვისს და პროდუქტს მიაწვდის, დაექვემდებარება ნებართვის აღებას და კონტროლის სისტემებში ჩართვას.

 

 

მისი თქმით, მოქმედი კანონით, ის ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში აწვდიან სერვისს თამაშობის ორგანიზატორებს, იღებენ ნებართვას და არიან კონტროლის ქვეშ, მაგრამ ის ორგანიზაციები, რომელებიც საქართველოდან საზღვარგარეთ აწვდიან ანალოგიურ სერვისს, არიან კონტროლის მიღმა და არ ექვემდებარებიან ნებართვის აღებას.

 

 

„სწორედ ეს ნაკლოვანება სწორდება შემოთავაზებული პროექტით და შესაბამისად, სრულად მთელი სფერო სათამაშო ბიზნესის მთელი სფერო სრულად მოექცევა ეფექტური კონტროლის ქვეშ“, - აღნიშნა მიხეილ დუნდუა.

 

 

პროექტის თანახმად, შესაბამის ორგანიზაციებს ნებართვების ასაღებად ვადა 2022 წლის 1 იანვრამდე ეძლევათ.

 

 

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი