„ფაიზერზე“ რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება როგორც რეგისტრაციის პორტალის, ასევე 1522 - ცხელი ხაზის საშუალებით პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, იმისთვის, რომ ერთიანი რიგი დავიცვათ, შემდეგ იქნება ისევ შესაძლებელი ვირტუალური რეგისტრაციაც, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, მოქალაქეს, რომელიც ვერ მოახერხებს პორტალზე ან 1522-ზე რეგისტრაციას, შეუძლია მივიდეს სამედიცინო დაწესებულებაში. გაბუნიამ აღნიშნა, რომ ამისთვის 37 დაწესებულებაა შერჩეული ქვეყნის მასშტაბით და ადგილების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება იმისთვის, რომ არ შეიქმნას რიგი და ყველა მსურველი დაკმაყოფილდეს მოკლე ხანში.
„ვინც, გასული კვირების განმავლობაში, „ფაიზერის“ პირველი დოზა გაიკეთა, მათთვის რეგისტრაცია ძალიან მალე დაიწყება და ამაზე განცხადება გაკეთდება, არანაირი შეფერხება ამ პირებს არ ექნებათ. დოზების რაოდენობა ქვეყანაში, როგორც ხედავთ, იქნება შეუზღუდავი, ჩვენ კიდევ ველოდებით მოწოდებას ძირითადი ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც მილიონზე მეტი დოზის მოწოდებას ითვალისწინებს. ასე რომ, დოზებზე შეფერხება არავის შეექმნება. „ფაიზერის“ ვაქცინის ხელმისაწვდომობა გაიზრდება, თუ ეს ადრე იყო მხოლოდ 7 დაწესებულებაში და სამ დიდ ქალაქში, ახლა „ფაიზერის“ ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება 37 დაწესებულებაში ქვეყნის მასშტაბით და მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, რეგიონულ და რაიონულ დონეზეც ჩაიტარონ ვაქცინაცია", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრის სახით გადაცემული „ფაიზერის" დამატებითი, ნახევარი მილიონი დოზა საქართველოში 24 ივლისს შემოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.