ყველა მოძალადე დასჯილია, ყველა მოძალადე დაჭერილია, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სახელმწიფომ ძალადობის ფაქტები აღკვეთა და მოძალადეები დააკავა.
„თქვენი ხელისუფლების დროს სახელმწიფო იყო მოძალადე. თქვენ წარმოადგენთ „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ყველანი. სააკაშვილის დროს სახელმწიფო იყო მოძალადე, როგორც ტელევიზიაზე, ასევე ბიზნესზე, მოქალაქეზე, ყველაზე. ქუჩაში თუ რაღაც ჩხუბი მოხდა, ეს სახელმწიფომ აღკვეთა და ყველა მოძალადე დაიჭირა. ეს არის მთავარი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე მიმართა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს: „თქვენ ახლა ძალადობთ ჩემზე, ეს არის ძალადობა და აგრესია. თქვენ ახლა ადგილს აფუჭებთ, თქვენ უნდა იყოთ პარტიაში, წინა ხაზზე, მინდა, პარლამენტში გიხილოთ. თქვენ ხართ ჩვეულებრივი პარტიული აქტივისტი“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.