მინდა ჩვენს მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოვუწოდო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს საქართველოში ნახევარი მილიონი “ფაიზერის“ ვაქცინა ჩამოდის, ამას გარდა, ქვეყანას აქვს ასევე მილიონ ნახევარი ჩინური ვაქცინა.
„მთელი ჩვენი აქცენტი უნდა იყოს განვითარებაზე და ვაქცინაციაზე. დღეს ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა ჩამოდის. ეს არის ამერიკის მთავრობის დახმარება. გარდა ამისა, მილიონ ნახევარი ჩინური ვაქცინა არის საქართველოში და მინდა ჩვენს მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოვუწოდო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.