რომან გოცირიძე: კახა კალაძე არის დამარცხებული, რადგან ოთხი წლის მანძილზე არაფერი გაუკეთებია
23-07-2021, 12:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე სერიოზული კონსოლიდაცია ხდება და ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების იმედი აქვთ.

 


გოცირიძის თქმით, რაც კალაძემ საარჩევნო პროგრამის სახით მოქალაქეებს აჩვენა, არაფერი შესრულებულა და „კალაძე არის დამარცხებული“.

 


„კახა კალაძე ჩვენს კანდიდატს მხოლოდ ერთ რამეში აჯობებს, ფეხბურთის თამაშში, თუმცა ჩვენი კანდიდატი ფეხბურთსაც კარგად თამაშობს. რაც შეეხება პოლიტიკურ თამაშს, კახა კალაძე არის დამარცხებული, რადგან ოთხი წლის მანძილზე არაფერი გაუკეთებია. ნახატებს აჩვენებდა კომპიეტურული გრაფიკით, თუ რამდენი ხიდი შენდებოდა, როგორ ააყვავებდა „ლაგუნა ვერესთან“ გარემოს, როგორ გააკეთებდა კარგ გზებს, აიღებდა ბენზინგასამართ სადგურებს შუა ქუჩიდან, ეს ნახატები ნახატებად დარჩა. სად არის ხიდი? – 30 წელია, ხიდი არ აშენებულა, მხოლოდ „მშვიდობის ხიდი“ აშენდა, ისიც ჩვენი ხელისუფლების დროს. ტყუილები რჩება. 21-ე საუკუნე არის ელექტრონული, 99 პროცენტი, რაც კალაძემ საარჩევნო პროგრამის სახით მოქალაქეებს აჩვენა, არაფერი შესრულებულა. თუ ოთხი წელი არაფერი გაუკეთებია, მომავალი ოთხი წელი ამომრჩეველს რატომ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ გააკეთებს?“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი