გლდანის ციხის ყოფილი თანამშრომლის, ლადო ბედუკაძის განცხადებით, ციხეში პატიმრების წამების ამსახველ ვიდეოებში მისი ხმა არ არის.
ამასთან დაკავშირებით, ლადო ბედუკაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ისაუბრა:
„კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ეს ვიდეოები გაყალბებულია და ხმა, რომელიც იქ ისმის ჩემი არ არის. „რუსთავი2“-ი და ნაცები მსგავსი ფაბრიკაციის დიდოსტატები არიან და 9 წლის განმავლობაში არაერთი ასეთი სიბინძურე გაუკეთებიათ“- განაცხადა ლადო ბედუკაძემ.
წყარო „ასავალ-დასავალი“
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.