საფრანგეთში მოგზაურობასთან დაკავშირებულ რეგულაციებში გარკვეული ცვლილება განხორციელდა
23-07-2021, 19:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, საფრანგეთში მოგზაურობასთან დაკავშირებულ რეგულაციებში გარკვეული ცვლილება განხორციელდა.

 


„ამა წლის 17 ივლისიდან საფრანგეთში მოგზაურობასთან დაკავშირებულ რეგულაციებში გარკვეული ცვლილება განხორციელდა:

 


როგორც მოგეხსენებათ, სანიტარიული მაჩვენებლების მიხედვით, განსაზღვრულია ქვეყნების სამი კატეგორია:

 


„მწვანე ზონის“ ქვეყნები, სადაც არ ფიქსირდება კორონავირუსის აქტიური გავრცელება: ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ანდორა, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მონაკო, ნორვეგია, სან-მარინო, შვეიცარია და ვატიკანი, ალბანეთი, ავსტრალია, საუდის არაბეთი, ბოსნია, ბრუნეი, კანადა, სამხრეთ კორეა, შეერთებული შტატები, ჰონგ-კონგი, ისრაელი, იაპონია, კოსოვო, ლიბანი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ახალი ზელანდია, სერბეთი, სინგაპური, ტაივანი, უკრაინა, კომორის კუნძულები და ვანუატუ;

 


„ნარინჯისფერი ზონის“ ქვეყნები, სადაც კოვიდის გავრცელება კონტროლს ექვემდებარება და სადაც არ ფიქსირდება ვირუსის განსაკუთრებით მძიმე სახეობები (ქვეყნები, რომლებიც არც მწვანე ზონაში არიან და არც წითელში).

 


„წითელი ზონის“ ქვეყნები, სადაც ვირუსი და მათ შორის, მისი განსაკუთრებით მძიმე სახეობები აქტიურად ვრცელდება: სამხრეთ აფრიკა, ბაჰრეინი, არგენტინა, ბანგლადეში, ბოლივია, ბრაზილია, ჩილე, კოლუმბია, კოსტა-რიკა, კუბა, ინდონეზია, მალდივები, ნეპალი, პაკისტანი, შრი-ლანკა, სურინამი, ურუგვაი, ზამბია, კონგო, მოზამბიკი, ნამიბია, რუსეთი, ავღანეთი, ტუნისი.

 


საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 17 ივლისს 00:00 საათიდან წამლის ევროპული სააგენტოს მიერ აღიარებული ვაქცინით („ფაიზერი“, „მოდერნა“, „ასტრა-ზენეკა“ და „ჯონსონ&ჯონსონი“) სრულად აცრილი მგზავრები, რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა მოემგზავრებოდნენ, საფრანგეთის ტერიტორიაზე შემოსვლისას აღარ ექვემდებარებიან არანაირ შეზღუდვას, მათ შორის, არც პსრ-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენას. მიუხედავად ამისა, საფრანგეთი წითელი ზონის ქვეყნებში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციას იძლევა.

 


ამასთან, ახალი გადაწყვეტილების შესაბამისად, ვაქცინაცია სრულად ჩატარებულად ითვლება მეორე დოზის გაკეთებიდან შვიდი დღის შემდეგ, ნაცვლად აქამდე არსებული 14 დღისა.

 


ამავე გადაწყვეტილების თანახმად, 17 ივლისს 00:00 საათიდან, საფრანგეთში გაერთიანებული სამეფოდან, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან, კვიპროსიდან, ნიდერლანდებიდან და საბერძნეთიდან შესვლის მსურველმა არავაქცინირებულმა მოქალაქეებმა „კოვიდ 19“-ზე ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინონ.

 


არა-ვაქცინირებული მგზავრებისთვის ძალაში რჩება ქვეყნების მიხედვით აქამდე არსებული რეგულაციები:

 


თუ თქვენ, საფრანგეთში „მწვანე“ ქვეყნიდან მოემგზავრებით და არ გაქვთ გაკეთებული აცრა, კვლავ დაგჭირდებათ 72 საათის განმავლობაში გაკეთებული პსრ-ტესტის ნეგატიური პასუხი.

 


საფრანგეთიდან „მწვანე“ ქვეყანაში გამგზავრებისას კი, უნდა გაითვალისწინოთ დანიშნულების ქვეყანაში არსებული რეგულაციები.

 


იმ შემთხვევაში, თუ საფრანგეთში „ნარინჯისფერი“ ქვეყნებიდან მოემგზავრებით და არ გაქვთ ვაქცინა გაკეთებული, საფრანგეთში შემოსვლის იმპერატიულ მიზეზთან ერთად დაგჭირდებათ 72 საათის განმავლობაში გაკეთებული პსრ-ტესტის ან 48 საათის განმავლობაში გაკეთებული ანტიგენური ტესტის უარყოფითი პასუხი, ასევე 7-დღიანი თვითიზოლაცია.

 


თუ საფრანგეთიდან „ნარინჯისფერ“ ზონაში მიემგზავრებით და გაკეთებული გაქვთ ვაქცინა, ითვალისწინებთ მხოლოდ დანიშნულების ქვეყნის რეგულაციებს.

 


თუ ვაქცინაცია არ გაქვთ ჩატარებული, გამგზავრებისთვის დაგჭირდებათ იმპერატიული მიზეზის მითითება, ასევე დანიშნულების ქვეყანაში არსებული რეგულაციების დაცვა.

 


თუ საფრანგეთში მოემგზავრებით „წითელი“ ზონის ქვეყნიდან და არ გაქვთ გაკეთებული ვაქცინა, უნდა წარმოადგინოთ ქვეყანაში შემოსვლისთვის აუცილებელი, შესაბამისი იმპერატიული მიზეზი, ასევე, 72 საათის განმავლობაში გაკეთებული პსრ-ტესტის ან 48 საათის განმავლობაში გაკეთებული ანტიგენური ტესტის უარყოფითი პასუხი. მოგიწევთ, ასევე 10-დღიანი სავალდებულო კარანტინი“, - ნათქვამია საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი