ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები აიცრნენ
24-07-2021, 11:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოს თავდაცვის ძალებში COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტისა და სამხედრო ჰოსპიტალის ზედამხედველობით, ვაქცინაციის პროცესი უკვე თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სპეციალურად შექმნილ დამატებით ლოკაციებზეც ტარდება.

 

 

დღეს თელავში, თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები აიცრნენ. ასევე, დაგეგმილია მორიგი შეკრების შემდეგ აქტიური რეზერვის პირადი შემადგენლობისა და მათი ოჯახის წევრების დისლოკაციის ადგილის მიხედვით აცრა.

 

 

ვაქცინაციისთვის დამატებითი ლოკაციების შექმნა საყოველთაო ვაქცინაციიდან გამომდინარე და მოთხოვნების შესაბამისად გადაწყდა, რაც საგრძნობლად ამარტივებს იმუნიზაციის პროცესს. სურვილის შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო შესაბამის ლოკაციებზე თანამშრომელთა ოჯახის წევრების ვაქცინაციასაც უზრუნველყოფს. თავდაცვის ძალებში გახსნილი დამატებითი ვაქცინაციის კაბინეტები მთელი საქართველოს მასშტაბით ემსახურება სამხედრო მოსამსახურეებს. ასევე, ვაქცინაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გორსა და ქუთაისში მდებარე თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალსა და სამედიცინო ცენტრში.

 

 

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი