აზერბაიჯანში, კვირას ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში, მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა.
ცესკოს მონაცემებით, პრეზიდენტის პარტიამ 125-ადგილიან პარლამენტში 70 ადგილი მოიპოვა.
არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა ყველა წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიამ და მთავრობა ოპონენტების დევნაში დაადანაშაულა. შესაბამისად, ილჰამ ალიევის პარტიის გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარებოდა.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო, სექტემბერში ეუთომ აზერბაიჯანში დამკვირვებლების გაგზავნაზე უარი განაცხადა.
“ხელისუფლების მხრიდან დამოუკიდებელი, კრიტიკული აზრის აღკვეთამ, განსაკუთრებით უარყოფითი გავლენა მოახდინა 1-ლი ნოემბრის საპარლამენტო არჩენვებზე“ – განაცხადა ეუთოს წარმომადგენელმა იზაბელ სანტოსნმა .
სანტოსის ოფიციალური განცხადება “ფრანს პრესმა” გაავრცელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.