თეა წულუკიანი მესტიის მუნიციპალიტეტს ესტუმრა - კულტურის მინისტრი უშგულსაც ეწვია და იუნესკოს ნუსხაში შეტანილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობას გაეცნო
26-07-2021, 12:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი რეგიონებში სამუშაო ვიზიტების ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტს ესტუმრა.

 

 

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ზემო სვანეთში პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბართან, მესტიის მაჟორიტარ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან, მესტიის მუნიციპალიტეტის მერ კაპიტონ ჟორჟოლიანთან, არქიტექტორ-რესტავრატორ ტარიელ კიპაროიძესა და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

 


დაბა მესტიაში სტუმრებმა რეაბილიტირებული და ასევე ის ძეგლები დაათვალიერეს, რომლებიც რეაბილიტაციას საჭიროებს. ასევე, მინისტრი თანმხლებ პირებთან ერთად უშგულსაც ეწვია და იუნესკოს ნუსხაში შეტანილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობასა და ამ მხრივ მოსახლეობის წინაშე მდგარ გამოწვევებს გაეცნო.

 


„გვქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდით არა მხოლოდ სხვადასხვა პროექტის ავტორებს, ოსტატებსა და მშენებლებს, არამედ ასევე მოსახლეობასაც და მივაღწიეთ შეთანხმებებს ლაღამთან (მესტია), მულახთან, ხალდესა და უშგულის ოთხივე სოფელთან დაკავშირებით. აგვისტოდან, ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს, რათა ამ დასახლებებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებული კომპლექსური პრობლემები ნაბიჯ-ნაბიჯ აღმოიფხვრას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი