პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიცია ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას გაურბის და ოპოზიციის რადიკალური ნაწილი არჩევნების დისკრედიტაციისთვის წინასწარ ემზადება.
როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ღირსეული კანდიდატი შეარჩიეს, რომელსაც წინა კენჭისყრებზე მხარდაჭერა ჰქონდა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, შარლ მიშელის შეთანხმების საპირისპიროდ ოპოზიციის დიდმა ნაწილმა შეთანხმების მიღწევას ხელი შეუშალა, საკუთარი წილი პასუხისმგებლობა ვერ აიღო და ამის გამო განმეორებითი კენჭისყრის ჩატარებაა საჭირო.
„ოპოზიცია ამბობს, რომ გიორგი კალანდარიშვილი არის კვალიფიციური კანდიდატი, გამოცდილი ადამიანი, შეესაბამება კრიტერიუმებს, მაგრამ მაინც არ დაუჭერენ მხარს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გაურბის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და იმას, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი არჩევნების დისკრედიტაციისთვის წინასწარ ემზადება. ეს არჩევნები ყველაზე მეტად დამოკიდებულია წესებსა და იმ რეგულაციებზე, რაც საარჩევნო ცვლილებებით მივიღეთ და ნებისმიერი ადამიანის პიროვნული ფაქტორი არ იქნება გადამწყვეტი, რადგან არჩევნებს ცესკო ახალი რეგულაციებით და შეთანხმებული წესებით ჩაატარებს. გიორგი კალანდარიშვილი არის კვალიფიციური კანდიდატი და მას უმრავლესობამ მხარი ამიტომ დაუჭირა”, – განაცხადა თალაკვაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.