სახელმწიფო რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთში ბესიკ ამირანაშვილმა, ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, დავით ზაალიშვილთან ერთად, ბორჯომში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.
ხელისუფლების წარმომადგენლები რუსთაველის ქუჩაზე (N51, N51ა და N53) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციას, ამავე ქუჩაზე სანაპიროს გამყოლი სკვერის და N1 საჯარო სკოლასთან სკვერის მოწყობის პროცესს გაეცნენ.
რუსთაველის ქუჩაზე (N51, N51ა და N53) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციის ფარგლებში მოწესრიგდება შენობების იერსახე. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები აგურისა და ლითონის დეკორატიული დეტალებით მოპირკეთდება. ასევე გათვალისწინებულია აივნებისმ ლითონის მოაჯირის მინის დეკორატიული მოაჯირით შეცვლა.
რაც შეეხება სანაპიროს გამყოლი სკვერის რეაბილიტაციას, პროექტის მიხედვით ტერიტორია კეთილმოეწყობა. განთავსდება გარე-განათება. მოეწყობა ფეხით სავალი ბილიკები და ველობილიკი. ტერიტორიაზე განთავსდება საბაღე სკამები, საბავშვო ატრაქციონები და სასმელი წყლის ბიუვეტი. ტერიტორია გამწვანდება. ბულვარის სიგრძე 2076 მეტრი იქნება.
უახლოეს პერიოდში დასრულდება N1 საჯაროს კოლასთან სკვერის მოწყობის სამუშაოები. პროექტის მიხედვით მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და დასასვენებლი სივრცე, განთავსდება სკამები და დამონტაჟდება განათება.
ქალაქ ბორჯომში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში აქტიურად მიმდინარეობს სოფლის მხარადაჭერის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების განხორციელება.
ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.