არავითარი ქართული შტამი არ არის, ეს არის ჩვეულებრივი დელტა, ანუ ინდური შტამი, დელტა პლუსი ჰქვია, დელტა შტამის ქვეშტამი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის ქართული შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„მოგეხსენებათ, ვირუსები ძალიან ხშირ მუტაციას განიცდიან, ეს არის დელტა პლუსი და მათ შორის დელტა პლუსი გაშიფრულია სეკვენირებით ჩვენთანაც, ორი შემთხვევა გვაქვს დელტა პლუსის. ლაბორატორიულად გვაქვს დადასტურებული ორი, გასაგებია, რომ დელტა + გაცილებით მეტი იქნება. ჩვენთან დღეს უკვე ცირკულაციაში, რასაც ყოველდღიურად ლუგარში ვუყურებთ, თუ რამდენი დელტა შტამი ფიქსირდება ჩვენთან. ჩვენ ახლა ვამბობთ, რომ ქვეყანაში ალფა ანუ ბრიტანული შტამი ჩაანაცვლა დელტამ“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.