"ნაციონალური მოძრაობა" არ მოერიდება იმას, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში სისხლისღვრას" -თეა წულუკიანი
02-11-2015, 02:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, უკრაინის ხელმძღვანელობამ ღიად დაინახა, რომ საქართველოდან წასული ყოფილი პრეზიდენტი , რომელიც უკრაინის ერთ-ერთი გუბერნიის ხელმძღვანელია, საქართველოს წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებს.

 

 

"როდესაც მე გახლდით ვიზიტით კიევში, მაშინაც ჩემს მეგობრებს უკრაინელ მაღალჩინოსნებს, ჩემს კოლეგას, იქაურ მედიას, როდესაც შევხვდი ვუთხარი, წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ საქართველოში უკრაინის მოქალაქე იყოს მაღალჩინოსანი და უკრაინის წინააღმდეგ რაიმე ტიპის განცხადებებს აკეთებდეს. ისინი მიხვდნენ რას ვგულისხმობდი და გაიკვირვეს.

 


ახლა გაკვირვების დრო აღარ არის.სააკაშვილის მიდგომა არის ძალადობისკენ, მისი მიდგომა არის იქეთკენ, რომ ოღონდაც კი გაზარდონ შანსები ხელისუფლებაში დაბრუნების, "ნაციონალური მოძრაობა" მისი ხელმძღვანელობით მზად არის და არ მოერიდება იმას, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში სისხლისღვრას. რა თქმა უნდა, ამაზე უკრაინის პრეზიდენტმა და ხელმძღვანელობამ უნდა გააკეთოს რეაგირება", - განაცხადა წულუკიანმა.

 

 

მისივე თქმით, რა იქნება ეს რეაგირება, ამის მრჩევლად ქართული მხარე ვერ გამოდგება, რადგან უკრაინა არის სუვერენული სახელმწიფო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი