ეკატერინე ტიკარაძე და აშშ-ის ელჩი იმუნიზაციის პროცესს გაეცნენ
28-07-2021, 13:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში "pfizer"-ით იმუნიზაციის პროცესს გაეცნენ.

 


დიპლომატმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, როგორც ადამიანთა ჯანმრთელობის დასაცავად, ასევე ქვეყნების ეკონომიკის გახსნისთვის.
„აშშ მოხარულია, რომ შეძლო საქართველოსთვის „pfizer"-ის ვაქცინის 500 000 დოზის საჩუქრად გადაცემა და მოხარულები ვართ, რომ ამდენი ქართველი რეგისტრირდება და იცრება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც „დელტა“ ვარიანტი საქართველოშიც არის და დაინფიცირების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ვაქცინაცია საუკეთესო გზაა, დაიცვა საკუთარი თავი, საყვარელი ადამიანები და ეკონომიკა პანდემიისგან. მოვუწოდებ ადამიანებს, გთხოვთ, აიცერით, ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

 


ჯანდაცვის მინისტრმა მოქალაქეებს იმუნიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და საზოგადოებას შეახსენა, რომ ვაქცინაციის გარდა, პანდემიასთან ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვანია ნიღბის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.

 


„აუცილებელია გავუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას. ახლა, როცა ვხედავთ, თუ რამდენად მომატებულია ბავშვებში ინფიცირების შემთხვევები, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ საკუთარ შვილებს და გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 


ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სქემის მიხედვით, "pfizer"-ით იმუნიზაციის პროცესში 37 სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული. ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში. გააქტიურებულია 15 22-ის და 144 - 3-ის ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეებს რეგისტრაციასთან დაკავშირებული შეკითხვების და პრობლემების შემთხვევაში დარეკვის შესაძლებლობა აქვთ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი