იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ პოლონეთის დელეგაცია მიიღო
28-07-2021, 18:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ პოლონეთის დელეგაცია მიიღო. საქართველოში დელეგაცია საქმიან ვიზიტად, სილეზის სავოევოდოს მარშალის იაკუბ ხევსტოვსკის ხელმძღვანელობით ჩამოვიდა.

 


ვიზიტის მიზანია საქართველოსთან სამეწარმეო თანამშრომლობის განვითარება, ეკონომიკური აქტივობების დაგეგმვა და აღმოსავლეთ ევროპის მოწინავე ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

 


იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ პოლონეთის დელეგაციის წევრებს რეგიონის პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მხარის გუბერნატორმა ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ტურიზმის განვითარებაზე, ინვესტიციების მოზიდვასა და სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობაზე.

 


მხარეებმა ასევე იმსჯელეს მეწარმეთა ხელშეწყობაზე პანდემიის პირობებში, ახალი ტექნოლოგიებისა და კიბერ უსაფრთხოების მიმართულებასა და ეკონომიკური აქტივობებისა და რეგიონში უცხოური ინვესტიციების შემოდინების ხელშეწყობაზე.

 


შეხვედრას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, სილეზის სავოევოდოს რეგიონული პარლამენტის თავმჯდომარე იან კავულოკი და ზედა სილეზის ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 


ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის დელეგაციის წევრებმა, ქუთაისში ქართულ-პოლონური მეგობრობის სკვერი დაათვალიერეს და პოლონეთის პირველი პრეზიდენტის რაჩკევიჩის მემორიალურ დაფას პატივი მიაგეს.

 

 

დღესვე, პოლონეთის დელეგაცია სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს ესტუმრება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი