საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და იმუნიზაციის პროცესზე, როგორც COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტურ მექანიზმზე.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ვაქცინაციის კიდევ უფრო სწრაფი ტემპით წარმართვისთვის დამატებითი სივრცეებისა და ამცრელი ბრიგადების მობილიზების აუცილებლობას და ამ პროცესში კლინიკების მხარდაჭერის მნიშვნელოვან როლს.
შეხვედრისას, განხილვის ერთ-ერთი თემა იყო დამატებითი საწოლფონდის გამოყოფის კუთხით კლინიკებში არსებული რესურსები. ირაკლი ღარიბაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიიღო ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ ვითარებაზე. პრემიერმა აღნიშნა, რომ პანდემიის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და ჯანდაცვის სექტორის მჭიდრო კოორდინაცია და ხელისუფლება მზადაა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი კლინიკებს, რათა ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვა ეფექტურად გაგრძელდეს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.