ირაკლი ღარიბაშვილი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის უპრეცედენტო პროექტის იდეა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი მოქალაქეები, ადგილზე იღებდნენ ხარისხიან, ევროპულ განათლებას
30-07-2021, 11:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ხარისხიანი განათლების განვითარებას და მიწოდებას ჩვენი მოქალაქეებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების განვითარების ათწლიანი გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ერთის მხრივ გამოწვევა იყო განათლებაზე ხელმისაწვდომობა და ახლა პრიორიტეტულია ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

 


„ამ მიზნით, ბატონ მინისტრს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა. მან და მისმა გუნდმა ზუსტად იციან, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანაში განათლება და მეცნიერება, ზოგადად როგორ უნდა ავწიოთ დონე, იმისთვის, რომ მაგალითად, ჩვენი მოქალაქეები, ადგილზე იღებდნენ ხარისხიან განათლებას, როგორც სკოლამდელ, ასევე სკოლასა და შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ძალიან კარგი მაგალითი, რომელსაც ჩაეყარა საფუძველი. ეს არის უპრეცედენტო პროექტი და იდეა სწორედ ამაში მდგომარეობს. მოგეხსენებათ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პარტნიორი. განათლების დონე და ხარისხი უკვე არის შესაბამისობაში ევროპულ განათლებასთან და ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი