დღეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი უძღვებოდა.
სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი სამველ არზუმანიანი, ეკონომიკის სამსახურის უფროსი საიათ მკოიანი, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის უფროსი ლევონ ვარდანიანი და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
განსახილველი იყო სამი საკითხი:
1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის შესახებ;
2. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ნინოწმინდაში, პუშკინის ქუჩა #43-ში მდებარე უძრავი ქონების, დამატებით 30 კვ.მ ფართის
(საკადასტრო კოდი: 65.12.32.315) პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, უვადოდ, უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობის უფლებით „ნინოწმინდის სანოტარო ბიუროს“-თვის გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ;
3. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მიერ, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ძიუდოს კლუბი“-ს, სამცხე-
ჯავახეთის მხარეში შემავალ მუნიციპალიტეტებთან (ადიგენი, ასპინძა, ახალციხე, ახალქალაქი, ბორჯომი) ერთად დაფუძნების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ.
დღის წესრიგის პირველი და მეორე საკითხი ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა, მესამე კი ერთხმად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.