„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული.
„თამამად შემიძლია გითხრათ ის, რაც პრინციპში, უკვე ვთქვით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხის გადაწყვეტა, არავითარი ფორმით. ანუ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს არ ექნება არავითარი მნიშვნელობა, რომც ავიღოთ სამი პროცენტი, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, 99 პროცენტი რომ ავიღოთ, არც მაშინ დაინიშნება. ჩვენ ვთქვით, რომ ნებისმიერ დროს თუ დაინახავთ, რომ ვითარება არის მომწიფებული, ჯანსაღი კოალიციური მმართველობა შედგეს საქართველოში, ამ შემთხვევაში, ყველაფრისგან დამოუკიდებლად, ჩვენი კეთილი ნებით მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. მაგრამ თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე ეს ვერ იქნება მიბმული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.