ირაკლი ღარიბაშვილი სტუდენტებს: ყველანი უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში, ვინაიდან, ეს ქვეყანა გეკუთვნით თქვენ, ჩვენს მომავალ თაობას
31-07-2021, 13:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ ყველანი ვმოგზაურობთ, ზოგი მიდის უცხოეთში, რჩება, იღებს გამოცდილებას, მაგრამ ჩვენ ყველანი უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში, ვინაიდან, ეს ქვეყანა გეკუთვნით თქვენ, ჩვენს მომავალ თაობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემირ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, განათლების საერთაშორისო ცენტრის 2021-2022 წლის სტიპენდიანტებსა და კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას განაცხადა.

 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საბჭოოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრი ახალგაზრდა წავიდა ქვყნის ფარგლებს გარეთ, რაც ქვეყნისთვის ჩვენთვის ეს დიდი დანაკლისია, რადგან არ ხდება მათი პოტენციალის,შესაძლებლობების გამოყენება საქართველოს გასაძლიერებლად.

 

 

„ჩემთვის ძალიან სამწუხაროა და ტრაგედიაა, ვინაიდან ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი კატაკლიზმები გავიარეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით. როცა დაინგრა საბჭოოთა კავშირი და ქვეყანამ ხელმეორედ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, მას შემდეგ ძალიან ბევრი საუკეთესო ახალგაზრდა, ნიჭიერი მეცნიერი და სპეციალისტი წავიდა ქვყნის ფარგლებს გარეთ. ჩვენთვის ეს დიდი დანაკლისი და მე ვიტყოდი ტრაგედიაა, რადგან არ ხდება მათი პოტენციალის,შესაძლებლობების გამოყენება ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად. ამიტომ, ის ფაქტი, რომ თქვენ ბრუნდებით საქართველოშ, ეს არის ძალიან დიდი მოვლენა და ჩემთვის ძალიან სასიხარულო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

მთავრობის მეთაურის თმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ სტუდენტებს ხელი შეუწყოს საკუთრი ცოდნის რეალიზებაში.

 

 

„მეორეს მხრივ, მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ხელი შეგიწყოთ თქვენ, საკუთრი ცოდნის რეალიზებაში. მაქსიმალურად უნდა გავუღოთ კარი ჩვენს ნიჭიერ ახალგაზრდებს. მე გპირდებით, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევ, რომ თქვენი ნიჭი სათანადოდ დაფასდეს და თქვენი ცოდნა სათანადოდ იქნას აღიარებული. ამ წლების განმავლობაში 43 მილიონამდე არის დახარჯული. ეს არ არის საკმარისი, ჩვენს შეგვიძლია, ეს ციფრი გავაორმაგოთ მომდევნო წლების განმავლობაში და ბატონ მინისტრთან ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. 1150 უნდა გახდეს 10 000. ეს იქნება ჩვენი ამოცანა, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა გავუშვათ უცხოეთში, მანამ, სანამ ბატონი მიხეილი შეძლებს, რომ ის სწავლის დონე და ხარისხი იქნას მიღწეული საქართველოში, რაც ევროპის წამყვან ქვეყნებშია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი