საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალური ქსელით ეხმაურება.
„ივანიშვილის ბლიცკრიგი ვეღარ შედგება, ბრძოლა გრძელდება
• საკონსტიტუციო სასამართლომ რ2-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო. ნორმის ამოქმედება (დაუყონებლივი აღსრულება) შეჩერებულია გადაწყვეტილების გამოტანამდე.
ის რაც იგეგმებოდა, უკანონო სასამართლო გადაწყვეტილება და შემდეგ დაუყოვნებლივ შესვლა ტელეკომპანიაში, ვეღარ განხორციელდება.
იქნებ ახლა მაინც მიხვდეს ზოგიერთი, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ორგანიზებას და დროის მოგებას ბოლო კვირების განმავლობაში“- წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ "რუსთავი-2"-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო და საქმის დაუყოვნებლივ აღსრულების ნორმის ამოქმედება შეაჩერა გადაწყვეტილების მიღებამდე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.