კახა კალაძემ ოლიმპიურ ნაკრებს მიღწეული წარმატება აეროპორტში პირადად მიულოცა
02-08-2021, 10:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერი კახა კალაძე ოლიმპიური ნაკრების წევრებს, გულშემატკივრებთან ერთად, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა და ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა.

 


„ძალიან დიდი სიხარულია, ჩვენი ოლიმპიელები საქართველოში დაბრუნდნენ და მინდა, ყველას მივულოცო, ვისაც გაუხარდა მათი წარმატება და გამარჯვება. ემოციებით სავსე ვარ, უამრავი ადამიანია მოსული აეროპორტში და ხვდებიან ჩვენს ოლიმპიელებს. ყველას მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც აქ არის ან სახლიდან გულშემატკივრობს ჩვენს ოლიმპიელებს, ვისაც გაუხარდა ჩვენი სპორტსმენების გამარჯვება და ჯილდოები. ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს და დარწმუნებული ვარ, კიდევ იქნება გამარჯვებები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


საქართველოში დღეს დაბრუნდა ძიუდოს ნაკრები, მათ შორის: ლაშა ბექაური - ოლიმპიური ჩემპიონი; ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი - ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორები; კრივის ნაკრები, ასევე, ტყვიის მსროლელი, ოლიმპიური თამაშების ცხრაგზის მონაწილე, 1988 წლის ჩემპიონი ნინო სალუქვაძე, რომელმაც სპორტული კარიერა ტოკიოს ოლიმპიადაში მონაწილეობით დაასრულა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი