პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად კენჭი უყარეს გიორგი კალანდარიშვილის და გიორგი სანტურიანის კანდიდატურებს.
გიორგი კალანდარიშვილმა 83 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა 3-ის წინააღმდეგ. დღესვე კენჭი ეყარა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებს გია ცაცაშვილს, ლელა ტალიურს, თამარ სართანიას და მაია ზარიძეს. მათგან პარლამენტის მხარდაჭერა გია ცაცაშვილმა და მაია ზარიძემ მოიპოვეს. საარჩევნო კოდექსის და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე და წევრები თანამდებობას 6 თვის ვადით დაიკავებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.