"რუსეთი მთელ თავის გავლენას გამოიყენებს, რათა უკრაინაში მშვიდობამ დაისადგუროს", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
ამასთან, სერგეი ლავროვმა აღშფოთება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის ოპოზიციის ლიდერები ადეკვატურად არ რეაგრებებენ რადიკალების ქმედებებზე.
"თანმიმდევრულ რეაქციას ვერ ვხედავთ ვერც ევროპელი პოლიტიკოსებისა და სტრუქტურების მხრიდან, რომლებიც უარს ამბობენ იმის აღიარებაზე, რომ უკრაინაში რადიკალური ძალების ქმედებებზე მთელი პასუხისმგებლობა ოპოზიციას აკისრია. რუსული მხარე მოითხოვს, რომ "მოედნის" ლიდერებმა შეაჩერონ სისხლისღვრა თავიანთ ქვეყანაში, დაუყოვნებლივ განაახლონ დიალოგი კანონიერ ხელისუფლებასთან მუქარისა და ულტიმატუმების გარეშე", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.