Agile Spirit 2021-ის ფარგლებში ქართულ-უკრაინული ერთობლივი საველე სწავლება გაიმართა. ასეულის დონის სამხედრო წვრთნები ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე ჩატარდა. საქართველოს თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ბატალიონისა და უკრაინის საზღვაო ქვეითების ცალკეული ბატალიონის სადესანტო მოიერიშე ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა კონტრ-შეტევითი ოპერაცია განახორციელეს.
იმიტირებული სცენარის მიხედვით ქართველი და უკრაინელი სამხედროების ამოცანა მოწინააღმდეგეზე კონტრშეტევა და განეიტრალება, სამედიცინო ევაკუაცია, ასევე უკან გამოსვლა და თავმოყრის რაიონის დაკავება იყო.
სწავლებაში საინჟინრო, საარტილერიო, სატანკო და შეჯავშნული ქვეითთა საბრძოლო მანქანების კომპონენტები იყო ჩართული, მათ შორის სსსტც „დელტას“ მიერ წარმოებული ქართული ჯავშანტექნიკა - „დიდგორი მეომარი“ და „დიდგორი მედევაკი“.
ერთობლივი წვრთნების მიზანი, ქვედანაყოფებს შორის ტაქტიკურ დონეზე ურთიერთთავსებადობის ამაღლება, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება იყო.
Agile Spirit 2021 აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 15 ქვეყანაა ჩართული. სწავლების სამეთაურო-საშტაბო ნაწილი უკვე დასრულდა, საველე წვრთნები კი, 6 აგვისტოს ორფოლოს პოლიგონზე საჩვენებელი წვრთნებით დაიხურება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.