პირველი აგვისტოდან გლდანის, სამგორისა და საბურთალოს რაიონებში, ასევე, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდა.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ზონალურ-საათობრივი პარკირების რეფორმა გრძელდება.
„გარკვეულ უბნებსა და ქუჩებში უკვე დავიწყეთ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვა. ძალიან დიდი მოთხოვნაა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, რადგან მანქანის პარკირების დროს პრობლემები ექმნებათ. შესაბამისად, ამ მოთხოვნის გამო, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა დაინერგება შემდეგ ქუჩებზე:გლდანში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებზე გამოყოფილია 124 საპარკინგე ადგილი; სამგორის რაიონში, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯავახეთისა და ხომლელის ქუჩებზე პარკირებისთვის განკუთვნილია 119 ადგილი; საბურთალოს რაიონში იცით, რომ ზონალური პარკირება ამოქმედდა რამდენიმე ქუჩაზე, რომელსაც ახალი ქუჩები ემატება. ეს არის დოლიძის, ტეხურას, ასლანიდის ბერბუკის, ალექსიძის, ბახტრიონის ცინცაძის და ლორთქიფანიძის ქუჩები. ჯამში,ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემას პარკირების 702 ადგილი შეემატება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, საინფორმაციო ჯიხურები, სადაც ადგილობრივ მცხოვრებლებს უფასო პარკირებისთვისრეგისტრაციის გავლაშეუძლიათ,კონკრეტულ ქუჩებზე პირველ სექტემბრამდე იქნებაგანთავსებული.
„აღნიშნულ ჯიხურებში ადგილობრივებს აქვთ შესაძლებლობა, მივიდნენ და ჩვენი თანამშრომლები დაეხმარებიან ავტომობილების რეგისტრაციაში, რათა მოსახლეობამ უფასო პარკირებითისარგებლოს. ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ვინც არეგისტრირებს საკუთარ ავტომობილს, პარკირება სრულიად უფასოა. ასევე, პარკირება შშმ პირთათვის, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისა და ელექტრომობილებისთვის. რაც შეეხება საფასურს, ერთი საათის ღირებულება ერთი ლარია. ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვას, რა თქმა უნდა, მთელი ქალაქის მასშტაბით ვგეგმავთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
რაც შეეხება სადგურის მოედანს, პარკირებისთვის გამოყოფილია 285 ადგილი. კერძოდ, ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, აბასთუმნის, თევდორე მღვდლისა და ცაბაძის ქუჩებზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.