საქართველოს თავდაცვის ძალების J-5-ის დეპარტამენტის უფროსმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, საქართველოში მოვლენილ ბრიტანელ ექსპერტთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
პოლკოვნიკმა იოსებ ნიკოლეიშვილმა კაპიტანი ლორენს ჰოლი თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით ,,გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ წარმატეტები უსურვა. ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით გაგუამ კი, კაპიტანს სასაჩუქრე დაფა და სამადლობელო წერილი გადასცა.
SNGP-ის ჯგუფის ექსპერტი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში 6 თვის განმავლობაში მუშაობდა და წვრთნების დაგეგმვის პროცესში აქტიურად იყო ჩართული. ღონისძიებას SNGP-ის ჯგუფის და JTEC-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.