Agile Spirit 2021-ის ფარგლებში კოალიციური სპეციალური ოპერაციების ძალების სწავლება გაიმართა
05-08-2021, 16:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


Agile Spirit 2021-ის პარტნიორი ქვეყნების სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფებმა სენაკში, II ბრიგადის პოლიგონზე კომბინირებული წვრთნა გამართეს. მრავალეროვნული სწავლებების ისტორიაში მსგავსი მასშტაბური სწავლება პირველად ჩატარდა, სადაც მონაწილეობა საქართველოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მებრძოლებმა ერთმანეთის მხარდამხარ მიიღეს.

 


კომბინირებულ ოპერაციაში, სახელწოდებით - მოწინააღმდეგის მიერ დაკავებული ობიექტის გათავისუფლება და დაკავება, ქართული და ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორები „დიდგორი მეომარი“ და ოშკოშა, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილი იროკეზის ტიპის ვერტმფრენი იყო ჩართული.

 

 

სპეციალური ოპერაციების ძალების კომბინირებულ სწავლებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი და Agile Spirit 2021-ის ქართველი და ამერიკელი ხელმძღვანელები დაესწრნენ.

 

 

იმიტირებული სცენარის მიხედვით, მოწინააღმდეგეს დაკავებული ჰქონდა და გამაგრებული იყო დასახლებულ პუნქტში. კოალიციურ სპეციალურ ძალებს კი, მოწინააღმდეგის განეიტრალება და ოკუპირებული ობიექტის გათავისუფლება დაევალა. კომბინირებული ოპერაცია ამერიკული ოშკოშებით მოწინააღმდეგის მიერ დაკავებულ ობიექტზე შეტევით დაიწყო. ამერიკულ ჯავშანტრანსპორტიორებში განთავსებულმა პოლონელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგეს ცეცხლი გაუხსნეს და დაკავებულ ობიექტს მიუახლოვდნენ. პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების შემდეგ, ქართველი, რუმინელი და ბრიტანელი სამხედროებით დაკომპლექტებული სპეციალური ოპერაციების ძალები დასახლებული პუნქტის გაწმენდის მიზნით შევიდა, ხოლო პოლონელი სამხედროები გარე პერიმეტრის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ. შეტევის პარალელურად, მაღალი ღირებულების სამიზნე კოალიციური ძალებისგან თავის დაღწევას შეეცადა, თუმცა მას ვერტმფრენიდან ქართველმა და რუმინელმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს და გაანეიტრალეს.

 

 

კომენტარები: 2
#2   Mavis
      
Good day! This is my first visit to your blog! We are a group of volunteers and starting a new
project in a community in the same niche. Your blog provided us beneficial information to work on. You have done a outstanding job!


Take a look at my web-site; Mario
1 ნოემბერი 2021 04:38
#1   Brooks
      
We are a group of volunteers and starting a new scheme in our community.
Your web site provided us with valuable info to work
on. You've done an impressive job and our entire community will be grateful to you.


my blog: Lesley
28 ოქტომბერი 2021 07:32
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი