ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობს. სამედიცინო ცენტრში მობილიზებულია ამცრელი ჯგუფი და ვაქცინაციის ჩასატარებლად მისულ მოქალაქეებს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა შეუფერხებლად შეუძლიათ.
იმუნიზაციის პროცესს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზურა ხაჩიძე ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელთან დავით ზაალიშვილთან და ბორჯომის "ჯეო ჰოსპიტალსის" სამედიცინო ცენტრის მენეჯერთან ირაკლი დიასამიძესთან ერთად გაეცნო.
COVID 19-ის საწინააღმდეგო აცრები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით, ბოჯომის „ჯეო-ჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრში მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.