ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში, სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
ხობის მერიის ცნობით, შეხვედრაზე სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირების წესი და განხორციელების მექანიზმები განიხილეს.
პროექტი „იყავი აქტიური, იყავი ჩართული“ ხორციელდება პოლონეთის სოლიდარობის ფონდთან თანამშრომლობითა და პოლონეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმების განვითარებას ხობისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში.
სამუშაო შეხვედრას მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდა.
ხობის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო ბიუჯეტის დანერგვისა და შესაბამისი ნორმების შემუშავების მიზნით, მერიაში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. სამოქალაქო ბიუჯეტი მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს თვითონ გადაწყვიტონ, თუ რაში დაიხარჯება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.