ჯუანშერ ბურჭულაძე: „მტკიცე სული“ ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია“
06-08-2021, 16:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„სწავლებაში მონაწილე ასეთი ქვეყნების რაოდენობა, მათი სამხედრო მოსამსახურეების ჩართულობის მასშტაბი და სწავლების ცალკეული კომპონენტების მრავალფეროვნება მკაფიოდ ადასტურებს როგორც ნატო-საქართველოს ურთიერთობების უპრეცედენტო დინამიკას, ისე ცალკეულ ქვეყნებთან წარმატებულ სამხედრო თანამშრომლობას“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მრავალეროვნული სწავლება „მტკიცე სული 2021“ -ის დახურვის ცერემონიალზე განაცხადა.

 


როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველო ჩვეული ძალისხმევით გააგრძელებს პარტნიორებთან ერთად მრავალეროვნული სწავლებების მასპინძლობას, რაც ქვეყნის თავდაცვის ძალების გაძლიერებისა და გათვალისწინებული ამოცანების შესრულებისთვის მნიშვნელოვანი საფუძველია. „მინდა მადლობა გადავუხადო აშშ-ს , დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, პოლონეთის, რუმინეთის, თურქეთის, ლატვიის, ესტონეთის, გერმანიის, აზერბაიჯანის, ესპანეთის, კანადის, იტალიის, ლიეტუვასა და საქართველოს სამხედროებს და ვუსურვო საუკეთესო მომავალი სამხედრო კარიერასა და პირად ცხოვრებაში. ჩვენის მხრივ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ბატონი პრემიერ მინისტრის მიერ განახლების პოლიტიკას და ჩვენს სტუმრებს ვმასპინძლობთ უკვე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ განახლებულ ბაზებზე, განახლებული ინფრასტრუქტურითა და ღირსეული საცხოვრებელი და საწვრთნელი პირობებით“,-განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 


თავდაცვის მინისტრმა სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადა და სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცა. მე-10 საიუბილეო სწავლება Agile Spirit 2021 საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის ორგანიზებით ჩატარდა. წვრთნებში ნატოს წევრი 12 და პარტნიორი 3 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ.

 

 

საერთაშორისო სწავლება ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწასა და გაძლიერებას, ასევე მრავალეროვნული მზადყოფნისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას ისახავდა მიზნად.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი