შავ ზღვაში საქართველოსა და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალების საზღვაო სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფებმა კომბინირებული საზღვაო სწავლება შავ ზღვაში პირველად გამართეს.
სწავლებაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფიც იყო ჩართული. იმიტირებული სცენარის მიხედვით, უცხო ქვეყნის გემმა, რომელზეც სავარაუდოდ უკანონო შეიარაღებული ჯგუფი იყო განთავსებული, საქართველოს ტერიტორიული წყლები დაარღვია. ქართველმა და რუმინელმა სპეციალური ოპერაციების ძალებმა კი, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფთან ერთად აბორდაჟის ერთობლივი ოპერაცია განახორციელა.
ერთობლივი სწავლება საქართველოსა და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას, პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების გამყარებას ისახავდა მიზნად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.