ვარკეთილში, აბაშვილის ქუჩაზე მდებარე სამხედრო ქალაქის სკვერში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გახსნა.
გმირთა მემორიალი სამხედრო ქალაქში მცხოვრები სამხედრო მოსამსახურეების ძალისხმევით, თავდაცვის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით გაკეთდა. სამხედრო ქალაქში მცხოვრები სამხედროები სამსახურის შემდეგ და თავისუფალ დროს მემორიალის და მის გარშემო სკვერის მოსაპირკეთებელ სამუშაოებზე თვითონ მუშაობდნენ, რათა სიმბოლურად 8 აგვისტოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული თანამებრძოლებისა და მეგობრების ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი გაეხსნათ.
მემორიალის გახსნის ცერემონიას თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, ასევე ქალაქ თბილისის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრები დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.