ირაკლი ღარიბაშვილი: მე ავიცერი „ფაიზერის“ ვაქცინით; მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ, ჩვენს მოსახლეობას მივმართო თხოვნით, რომ ყველამ ჩავიტაროთ აცრა
08-08-2021, 21:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს მე ჩავიტარე აცრა, ავიცერი „ფაიზერის“ ვაქცინით. მოგეხსენებათ, რომ 4 თვის წინ მე გადავიტანე კოვიდი, საკმაოდ იოლ ფორმებში, მაგრამ ამის მიუხედავად, მე სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ შევიმოწმე ანტისხეულების რაოდენობა, მქონდა 400 ანტისხეული, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც გადავწყვიტე, რომ ჩამეტარებინა აცრა, რათა კიდევ უფრო გავიძლიერო იმუნიტეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში განაცხადა, სადაც “ფაიზერის“ პირველი დოზით აიცრა.

 

 

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ მიმართა მოსახლეობას თხოვნით, რომ ყველამ ჩაიტაროს აცრა.

 


„ძალიან ბევრი შემთხვევა არის იმის, რომ ჯანმრთელ ადამიანს მიუტანია სახლში კოვიდი. ძალიან ბევრი, სამწუხაროდ, ტრაგიკული ისტორიები ვიცით ჩვენ უკვე, ვინაიდან, მათ შემდეგ დაუინფიცირებიათ მშობლები, ახლობლები, მეგობრები, რომელთა სიკვდილიანობა დამდგარა. ამის თავიდან ასარიდებლად ერთადერთი გამოსავალი, რაც მთავრობას შეუძლია და ზოგადად, მეცნიერებს მთელ მსოფლიოში, შესთავაზოს მოსახლეობას, არის აცრა. ერთადერთი გამოსავალი, ამ სიტუაციაში, პანდემიის დასამარცხებლად, არის ვაქცინაცია. ჩვენ და მსოფლიომ გამოსცადა ყველაფერი, მათ შორის, „ლოკდაუნები“, მკაცრი „ლოკდაუნები“, სრული ჩაკეტვები და ა.შ. რამაც ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ეკონომიკას, ათასობით, ასიათასობით, მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში დარჩა უმუშევარი და რეალურად, დაინგრა ეკონომიკები. ჩვენ, ახლა, ბოლო თვეების განმავლობაში, ჩენს მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, ეკონომიკის ძალიან სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს ჩვენ ქვეყანაში. ჩამოვიტანეთ 3 მლნ.-ზე მეტი ვაქცინა, ყველანაირი ვაქცინები გვაქვს, გვაქცს ჩინურიც, ტრადიციული ვაქცინა, გვაქვს „ფაიზერი“, თითქმის მილიონი დოზა უკვე შემოსული არის და ჯამში გვაქვს 3 მლნ. ვაქცინა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 


მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაზე მთავარი არგუმენტი, რაც უკავშირდება ვაქცინაციას, ეს არის ის, რომ აცრა გვიცავს სიკვდილისგან.

 


“ოჯახის ყველა წევრი აცრილი მყავს. ჩემი მეუღლე მანამდე აიცრა [სინოფარმის ვაქცინით]. ასე, რომ მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვეუბნები - აცრა არის აბსოლუტურად უსაფრთხო. ყოველგვარი ჭორები და ის ტყუილები, რაც ვრცელდება სხვადასხვა საშუალებით, არის უსაფუძვლო სიცრუე და ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს. მთელი მსოფლიოს ლიდერები იცრებიან აღნიშნული ვაქცინებით. ყველაზე მთავარი არგუმენტი, რაც უკავშირდება ვაქცინაციას და ამ არგუმენტს ვერანაირი კონტრარგუმენტი ვერ უპირისპირდება - ეს არის ის, რომ აცრა გვიცავს სიკვდილისგან. ამიტომ, დავიცვათ ჩვენი თავი და ჩვენი ოჯახები, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი