ნატოს ყოფილი მეკავშირე ოფიცერი უწყებრივი მედლით დააჯილდოვეს
10-08-2021, 18:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატოს მეკავშირე ოფიცერმა თავისი მისია საქართველოში დაასრულა. საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ნატოს უკვე ყოფილი მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი გინტარას ბაგდონასი დღეს უწყებრივი მედლით - „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა და საქართველოში წარმატებული მისიისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

დღესვე, თავდაცვის ძალების მეთაურს ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, როსარია პუგლისმა ნატოს ახალი მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი რუსენ აბიდინოღლუ წარუდგინა. ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, ასევე უწყების სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი