ირაკლი ღარიბაშვილი დმანისში „შვეიცარიულ აგრარულ სკოლა კავკასიაში“ იმყოფებოდა, სადაც სტუდენტები, პროფესიულ განათლებასთან ერთად პრაქტიკულ უნარებსაც დაეუფლებიან
10-08-2021, 18:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად, დმანისში, სოფელ განახლებაში, „შვეიცარიულ აგრარულ სკოლა კავკასიას” ეწვია. შვეიცარიული სტანდარტის მიხედვით შექმნილი კოლეჯი სპეციალიზებულია მეცხოველეობაში, რძისა და ყველის გადამუშავებაში.

 


პროექტის მთავარი პარტნიორია შვეიცარიაში ყველაზე წარმატებული აგრარული სკოლა - „პლანტაჰოფი“, რომელიც უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამების შედგენას, მასალების შერჩევას, სასწავლო საწარმოების დაგეგმვასა და მასწავლებლების გადამზადებას.

 


კოლეჯის ძირითადი საქმიანობა პროფესიული პროგრამებია მეცხოველეობასა და რძის პროდუქტების გადამუშავებაში. ამასთან, ფერმერებსა და მოყვარულებს საშუალება ექნებათ, გაიარონ მოკლევადიანი პროფესიული კურსები.

 


თეორიულ სწავლებასთან ერთად, პროფესიულ სასწავლებელში უზრუნველყოფილია სტუდენტების პრაქტიკული განათლებაც. ამ მიზნით, კოლეჯის ბაზაზე მეცხოველეობის ფერმა და შვეიცარიული სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ყველის ქარხანა იფუნქციონირებს.

 


შვეიცარიელი სპეციალისტების მეთვალყურეობით სტუდენტები თავად წარმართავენ ფერმის ყოველდღიურ საქმიანობას, დაამზადებენ საკვებს ფერმისთვის, იმუშავებენ ლაბორატორიაში, გადაამუშავებენ რძეს და დაამზადებენ რძის პროდუქტებს, რომელიც კოლეჯის კუთვნილ მაღაზიაში გაიყიდება.

 


ინფრასტრუქტურა ასევე მოიცავს 30 სტუდენტზე გათვლილ საცხოვრებელ კამპუსსა და მცირე ზომის სასტუმროს მოწვეული უცხოელი მასწავლებლებისთვის. სტუდენტების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და მსურველები ახალი სასწავლო წლიდან თანამედროვე სტანდარტების პროფესიული განათლების მიღებას შეძლებენ.

 


სტუდენტების სწავლის საფასურს ნაწილობრივ სახელმწიფო დაფარავს.

 


2-წლიან სადიპლომო პროგრამებზე სასწავლებელი 30-დან 50-მდე სტუდენტს მიიღებს, რომლებიც სკოლის კამპუსში იცხოვრებენ. ყოველწლიურად, კოლეჯი წელიწადში 400 ადამიანს შესთავაზებს სხვადასხვა მასტერკლასსა და სასერტიფიკატო პროგრამას, რომლითაც ფერმერები, მეწარმეები და სხვა დაინტერესებული პირები ისარგებლებენ.

 


ინვესტიციის ჯამური მოცულობა 14 მილიონ ლარამდეა. პროექტის მხარდამჭერები არიან შვეიცარიის განვითარების სააგენტო და გაეროს განვითარების პროგრამა. კოლეჯი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და სოფლის განვითარების სააგენტოსთან, რომელთა დახმარებით მოხდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვა და სასწავლო ფერმის აღჭურვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი